Monday, April 20, 2009

ფოტოებში ასახული ომი




აგვისტოს ომის შემდეგ გორში რუსების გასვლისთანავე დავბრუნდი... და დიდად გაკვირვებული დავრჩი როცა დავათვალიერე ქალაქი. ტელევიზიას თუ დავუჯერებდით გორი აღარ არსებობდა დანგრეული, დამწვარი და გაძარცვული იყო. მაგრამ რეალური სახე დაგვხვდა ბევრად უკეთესი. 1 დანგრეული კორპუსი 2 დამწვარი და ქალაქის ცენტრში და სხვა ქუჩებზეც შუშები ჩალეწილი. სამწუხაროდ ომის მერე ვისაც გორთან შეხება არ ქონია ეხლაც გონია, რომ გორი დანგრეული და გაცამტვერებულია. ამიტომ გადავწყვიტე ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება იმისათვის, რომ ეს უფრო მეტ ადამიანს გავაგებინო. და დავანახო აგვისტოს ომის შემდეგ გორის და გორის რაიონის მდგომარეობა. და ზოგადად ომის სახე რომელიც ფოტოებშია ასახული. რუსების გასვლიდან მეორე დღეს მე ჩემი სამოყვარულო ფოტოაპარატით დავიწყე მთელს გორში სიარული და სურათების გადაღება. ასევე ამის შემდეგაც ლტოლვილების ჩამოსახლება, ცოცხალი ჯაჭვი, კარვების ქალაქი და კიდე სხვა ბევრი რამის გადაღება.. ჩემ გარდა ჩემმა მეგობრებმაც გადაიღეს საკმაოდ ბევრი სურათი გორში ომთან დაკავშირებით. ჩვენი გადაღებული და არა მხოლოდ ჩვენი სურათებით მე შევეცდები ყველას დავანახო ჩვენი თვალით დანახული აგვისტოს ომის შემდგომი მდგომარეობა გორში და გორის რაიონში.

No comments:

Post a Comment